მნიშვნელოვანი ფაქტები ექვთიმე თაყაიშვილზე


. ივანე ჯავახიშვილთან ერთად 1918 წლის 26 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი იყო უნივერსიტეტის ერთ–ერთი პირველი პროფესორი და არქეოლოგიური კათედრის გამგე.


. 1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო; მან გადაწყვიტა ეწარმოებინა გათხრები გელათის ტაძარში, რისთვისაც ესაჭიროებოდა ნებართვა მთავრობიდან, რომელიც მალევე მიიღო. ეს იყო პირველი და ერთადერთი მცდელობა, მოეძებნათ თამარ მეფის აკლდამა.



. ”ჯრუჭის ოთხთავი” – უძველესი ქართული მოხატული ხელნაწერია, დაახლოებით 939 წელს შექმნილი, ჯრუჭის მონასტერში. ჯრუჭის მონასტრიდან ოთხთავი ექვთიმე თაყაიშვილმა ჩამოიტა…



. ემიგრაციაში ყოფნის დროს, პარიზში, წმ. ექვთიმე თაყაიშვილს ერთი მარჩენალი თხა ჰყავდა და იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდა, მხოლოდ ნახევარი ლიტრი რძითა და პურით არსებობდა. შიმშილისა და ავადმყოფობისაგან მეუღლე გარდაეცვალა, მაგრამ მან ქართული განძის არც ერთი ექსპონატი გასაყიდად არ გაიმეტა.



. როდესაც საქართველოში ექვთიმეს მიერ გადარჩენილი განძი მოჰქონდათ, მის მცველს ნორმალური ტანსაცმელიც არ ჰქონდა, რომ თავის ნასათუთევს თან გამოჰყოლოდა. მას ერთადერთი სათხოვარი ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებასთან:,,შილიფად ვარ და გთხოვთ, სამოსი გამომიგზავნეთო”.



. იცით თუ არა, რომ ქართული განძის მცველი და გადამრჩენელი წმ. ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ყველასგან მივიწყებული, მარტოობაში გარდაიცვალა.



. მხცოვანი მეცნიერის პანაშვიდებზე, მის სახლთან ჩეკისტები იდგნენ და ხალხს უშლიდნენ პანაშვიდზე შესვლას. პროფესორის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე 50-მდე ადამიანი დაესწრო.

0 კომენტარი: