საგანძურის მცველი
1921 წლის ანექსიის შედეგად მენშევიკური მთავრობა გარბის საქართველოდან. გარბის და თან მიაქვს განძი საქართველოსი. განძი, რომლის შეგროვებასა და გადარჩენაში ამდენი ოფლი, სისხლი, ცრემლი აქვს ჩაცეული სწორედ ექვთიმე თაყაიშვილს.
და, იგი უნდა გაჰყოლოდა მისივე სოცოცხლის განუყოფელსა და ყველაზე არდებით ნაწილს, და გაჰყვა, კიდეც, თავის ერთგულ და თავდადებულ მეუღლესტან ერთად.
დიდი ვაივაგლახით ჩააღწიეს საფრანგეთს განძმა და მეგანძურმა. სულ 39 ყუთი, თვითონ ექვთიმეს მზრუნველი ხელით ჩალაგებული და შეკრული, შესანახად ჩააბარეს მარსელის ბანკს.
ლტოლვილმა ქართველობამ თავის საკოლონო საცხოვრებლად, სოფელ ლევილში (პარიზიდან 20 კმ-ზე) მამული შეიძინა და იქ დასახლდა. იქვე, ორი მცირე ოთახი ექვთიმემ და ნინომ დაჭირეს.
ექვთიმეს მის თანალტოლვილთა პოლიტიკასთან არაფერი ესაქმებოდა და იმისი საზრუნავი ისევ და ისევ საქართველოს უძვირფასესი კულტურულ საჭურჭლეთა დაცვა, მათი გამდიდრება და საერთოდ სამეცნიერო მუშაობის შემდგომი გაშლა და გაღრმავება იყო. იგი დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში. ამიერიდან მისი ნახვა შეიძლებოდა პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, არქივებში, მუზეუმებში, მრავალი დარგის სამეცნიერო საზოგადოებაში. პარიზის მეცნიერულმა წრეებმაც იმთავითვე სცნეს და აღიარეს ქართველი მეცნიერის ავტორიტეტი. და იგი აირჩიეს პარიზის „სააზიო საზოგადოების“ წევრად. იწვევდნენ სხდომებზე, სთხოვდნენ მოხსენებებს, უსმენდნენ, ანგარიშს უწევდნენ, აღიარებდნენ…
ექვთიმე ცხოვრობდა ძალიან ხელმოკლედ, მაგრამ უარესი მისი მტანჯველი იყო მაინც ნოსტალგია, სათაყვანო სამშობლოდან გადახვეწილის…
1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალებიმასალების გამოცემის ფონდის“ თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის „Georgica” (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.
გახიზნულმა მთავრობამ თან წაღო საწართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირსეული ნაწილი. მასშ შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერტცხლის ზატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრეს, ოფიციალურად საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძის თაყაიშვილი მეურვეობდა.
ქართული განძის ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო და მაშინათვე აფუსფუსდნენ უნიკალურ ნივთებზე მონადირე ცალკე კოლექციონერები თუ ნაციონალური მუზეუმები. ბრიტანეთის მუზეუმის მესვეურებმა გამოიდეს თავი საქართველოს საჭურჭლეთა ხელში ჩასაგდებად, მაგრამ ეს მოლაპარაკებაც ჩაშალა ქართველმა მეჭურჭლეთუხუცესმა.
ექვთიმეს განძის თაონაზე სასამართლოში უჩივლა გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულმა სალომემ. მას პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. პროცესი 7 წელიწადს გაგრძელდა. რასაკვირველია სალომე მარტო არ იყო. მას ბევრი წამქეზებელი ქართველი ჰყავდა – ისეთი ქართველი, რომელსაც საქართველი მხოლოდ საკუთარი „მეს“ დანამატდ ეგულებოდა და უფრო მისგან გამოძალვას მისრაფვოდა, ვიდრე შემატებას. ობელინსკაია დამარცხდა. იგი კვლავ იჩივლებს და კვლავ დამარცხდება.
ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა „ქართული ოფისი“. რამდენდაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრანტული მთვარობა ითვლებოდა, ამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა.
განძი კვლავ საფრთხეში იყო და მას თავგამოდებით იცავდა ექვთიმე.ექვთიმემ 1935 წლის 9 აპრილს საქართველოშ წერილი აფრინა განათლების პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან. ჯერ დაწვრილებით სწერდა რაც გადახდა განძს საქართვლოდან წაღების დღიდან ამ წერილის დაწერის დღემდე და განაგრძობდა: „ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეიცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. მე აღარ მაწვს საშუალება და უფლებანივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვის მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდეს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს ამის საშუალებას. მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლის დავდივარ. დგეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ეს ნივთები ან მისი ნაწილი დაგვერკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ეს ნივთები საქართველოს არ დაუბრინდება და მეზეუმს არ ჩაბარდება.
ექვთიმე გამუდმებით სწერდა როგორც საფრანგეთის მთავრობას, ასევე საქართველოს. ქართველები მას საქართველოში დაბრუნებას სთავაზობდნენ, თუმცა ის ქართველების თხოვნას ასე პასუხობდა „მთავარი ჩემი დაბრუნება კია რ არის, არამედ ერთადერთი მიზანია ეხლა ჩემი ის არის, რომ ეს ნივთები უკლებლივ ჩაგაბაროთ და ჩემი მისია გათავებული იქნება, მე კი სადაც არ უნდა ვიყო, სულით და გულით თქვენთან ვარ; მანდაც რაღას გამოგადგებით, დავბერდი, დავძაბუნდი, თქვენთვის ზედმეტი ბარგი ვიქნები…“
მოხუცი ქართველი დადგენილი 100 გრამი პურის ამარად დარჩა. შიმშილობდა, ავადმყოფობდა, ფეხის ტკივილები გაურთულდა, მიწას მაინც აწვალებდა, კარტოფილისთვის, მწვანილისთვის, პომიდვრისათვის, როგორც იქნა თხა გაიჩინა ერთადერთ მარჩეჩენლად. გულს მაინც არ იტეხდა. სწამდა, რომ ჰიტლერი სტალინთან ომში კისერს მოიტეხდა, ასედაც მოხდა. ომი გათავდა,. ექვთიმე თაყაიშვილი გადაჩა.
სასწაულებრივი იყო თვითონ განძის გადარჩენა ჰიტრელური ოკუპაციის დროს. გერმანელბს უკვე შეეტყოთ ქართულუი განძის არსებობა, მაგრამ დაასწრეს ექვთიმე თაყაიშვილმა და პიერ ჟოდონმა. სწორედ ექვთიმე ჩაგონებით, ჟოდონმა ქართული განძი ბანკიდან იდუმალ გააპარა და ნაშალი ბათქაშით დაფარა. შეიძლება ამ შემთხვევაში ჟოდონი უფრო საფრანგეთისთვის ზრუნავდა, ვიდრე საქართველოსთვის, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ განძი დამპყრობთა ხელყოფისგან გადარჩა…
…1945 წლის 11 აპრილი. თბილისის აეროდრომზე ეშვება პარიზიდან მომავალი თვითმფინავი. ტრაპზე მძიმედ ეშვება დიდებული მოხუცი, და ამბობს მთრთოლარე ხმით: „ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე“.
1953 წლის 21 თებერვალს, თავისი ღრმა შინაარსიანი სიცოცხლის 91-ე წლის მეორე თვეში გადამდგარს აღსასრული დაუდგა. 24 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილი მიწას მიაბარეს ვაკის სასაფლაოზე, ქართველ მეცნიერთა განსასვენებელში. 1963 წლის 10 მარტს მე-100 წლისთავთან დაკავშირებით ექვთიმე ნეშტი გადაასვენეს დიდუბის პანთეონში, სადაც მარხიან მისი ძველი მეგობრები და მასავით ამაგარი თანამოსაქმენი, რომელთა ღირსეულად დაკრძალვაზეც მას ოდესღაც ბევრი უზრუნავს.

“საქართველო დავიარე და დავინახე, თუ არა რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს… რამდენს წცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი… არ იყო ხალხი, თითო ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!… რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარ სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობასა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას! “
მხოლოდ ამით ამჟღავნებდნენ თავიანთ “ისტორიულ ხასიათს” გულუხვი რაინდისა და “ჭეშმარიტი მამულიშვილი”ს ტიტულთა მაძიებელნი: თავგადამკვდარი სამსახური უცხოელის “მარად სახსოვრად”, საამებლად და გულდასატკბობად! აი, მაგალითებით შევეხოთ “ამ ეროვნულ გმირებს”, უნიკალურ ეროვნულ რელიკვიებს “გულუხვი ქართველის” ტიტულისთვის რომ იმეტებენ ასე უგულოდ და უგუნურად:
ერთმა, საქართველოში სტუმრად ჩამოსულ იმპერატორს, ალექსანდრე მე-2-ს , ვლაქერნის უბრწყინვალესი ხატი მიართვა. რუს ხელმწიფეს გაუკვირდა და, მადლობა ღმერთს, საჩუქარი უკანვე დააბრუნა.
მეორემ, მეფისნაცვალს ერეკლე მეფის თოფი აჩუქა, ის თოფი, ასპინძის ბრძოლაში ხელთ რომ ეპყრა გმირ ხელმწიფეს, მაგრამ ისევ რუსმა მოხელემ გააწბილა “გულუხვი ქართველი” – ეს თოფი თქვენი ეროვნული სიამაყეა და თქვენ უფრო დაგშვენდებათ მათი შენახვაო.
მესამემ – “ვეფხისტყაოსნის” ერთი უსაჩინოესი ხელნაწერი ვორონცოვს მიუბოძა. ვორონცოვმაც მიიღო და ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ ძლივს მოხერხდა იმ ხელნაწერის დაბრუნება საქართველოში.
მეოთხემ – კიდევ ერთი ხელნაწერი “ვეფხისტყაოსნისა” საქართველოში სტუმრად მოსული, ფრანგი მოგზაურის , ბარონ დე-ბაის საჩუქრად გასწირა, მაგრამ თვითონ ექვთიმე თაყაიშვილმა ააღებინა ხელი ასე ჰაიჰარად გამეტებული ეროვნული ძეგლების გაჩუქებაზე.
მეხუთემ – “ვეფხისტყაოსნის ” კიდევ სხვა ხელნაწერიდან ძვირფასი მინიატურები ამოჭრა და ვიღაც სომეხ არამვაჭარს მიჰყიდა. ექვთიმე თაყაიშვილმა დიდი წვალებით და დავიდარაბით უკანვე მოაბრუნა ქართულ საგანძურში ის მინიატურები.
მეექვსემ – ევროპაში მოინდომა “ვეფხისტყაოსნის ” კიდევ ერთი უნიკალური ხელნაწერის გაყიდვა, მაგრამ ამჯერად იმ ოჯახში ჩასიძებულმა, ინგლისელმა ოფიცერმა არ დაანება: “ეგ ისეთი რამ გქონიათ, რომ ეროვნული სიამაყის საგანია და არ უნდა გაყიდოთო”- უთქვამს იმ ღვთისნიერ უცხოელს ჩვენი რეგვენი თანამემამულისათვის.
მეშვიდემ – სოფელ ბორში ნაპოვნი, ცხენისგამოსახულებიანი და წარწერიანი ვერცხლის თასი კინაღამ ისევ დე-ბაის მიჰყიდა, მაგრამ თაყაიშვილმა ისევ არ დაანება.
მერვემ… მაგრამ კმარა. და ისევ ექვთიმე თაყაიშვილს, ამ ძეგლის რაინდს ვუსმინოთ:
” ერთი სიტყვით, გასაკვირველ ზნეს იჩენდნენ; რაც კი რამ კარგი მოეპოვებოდათ, ყველაფერი უცხოელებისათის უნდოდათ! რომ ეს არა, ჩვენი მუზეუმები ახლა ერთი-ათად უფრო მდიდრები უნდა გვქონდეს ხელნაწერებითა და სამახსოვრო საგნებით, ხოლო უცხოეთის მუზეუმებში ჩვენტვის სანუკვარი არცერთი ძეგლი არ უნდა იყოს მოხვედრილი ქართული კულტურისა “
და ახლა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საშუალებით იბრძოდა ექვთიმე თაყაიშვილი ქართული ძეგლების გადასარჩენად და შესასწავლად.
0 კომენტარი: